დავით ნარმანია: წინასაარჩევნო პერიოდია და თბილისის მერის დისკრედიტაციით პოლიტიკურ ქულებს იწერთ

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თბილისში დაწყებული მშებენლობები გაახსენა.
„ახალი ბაღები რომ შენდება, ნაცვლად ადრე დახურული 47 ბაღისა, არაფერი არ არის ამ ქალაქში? სამება-მახათას გზა საქმე არ არის? 143 ახალი ევროპული ავტობუსი, რომელიც ივლის ჩვენს ქალაქში, არაფერი არ არის? უამრავი გამწვანებული სკვერი არაფერი არ არის?“ – აღნიშნა ნარმანიამ.
მერი თვლის, რომ მისი დისკრედიტაცია წინასაარჩევნო პიარის ნაწილია, რომელსაც კარგად ფლობენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
„მე მესმის, წინასაარჩევნო პერიოდია და თბილისის მერიის დისკრედიტაციით პოლიტიკურ ქულებს იწერთ, მაგრამ რვა ოქტომბერს ყველაფერი კარგად გამოჩნდება. აქ ზოგიერთი ამბობს, რომ 11 თვე დამრჩა, რატომ დამრჩა 11 თვე? რას ითვლით?“ – კითხვით მიმართა მერმა ოპონენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები