გიორგი ალიბეგაშვილი: ქალაქის პრობლემებს მერთან ერთად მოვაგვარებთ

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობაში მერის გადადგომის საკითხი არ განიხილება. იგი იმედს გამოითქვამს, რომ საკრებულოს სხდომა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართება. საკრებულოს თავმჯდომარე იმ პრობლემების გადაჭრას, რაც ქალაქშია, მერთან და გუნდთან ერთად აპირებს.
„ეს საკითხი უმრავლესობაში არ განიხილება. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთმანეთის თანამოაზრეები. პრობლემა, ბუნებრივია, ქალაქში ბევრია, მაგრამ ამ პრობლემებს ერთად შევეჭიდებით და ერთად უნდა გამოვასწოროთ“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მერი რიგგარეშე სხდომაზე საინტერესო განცხადებას გააკეთებს, რომლის მოსმენა იმ ფრაქციასაც მოუწევს, ვინც ნარმანიას გადადგომას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები