კლინტონმა პუტინს რადიკალური ნაციონალიზმის ნათლიმამა უწოდა

აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რადიკალური ნაციონალიზმის ნათლიმამა უწოდა. ამის შესახებ კლინტონმა ნევადის შტატში, წინასაარჩევნო მიტინგზე განაცხადა.
კლინტონმა თავისი ოპონენტი, „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის „რასიზმის და შოვინიზმის საკითხებს ეთამაშება“.
ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ტრამპი აღფრთოვანებულია პუტინით და პრორუსულ პოლიტიკას მხარს უჭერს. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ისე იქცევა, როგორც აშშ-ის არცერთი პრეზიდენტი არ იქცეოდა – ტრუმანიდან დაწყებული და რეიგანით დამთავრებული. კლინტონის განცხადებების საპასუხოდ, ტრამპმა მას „ტოტალური შოვინისტი“, ხოლო კლინტონების ოჯახის საქველმოქმედო ფონდს – „კრიმინალური საწარმო“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები