სეულში კომპანია Lotte Group-ის მთავარი მენეჯერი გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ კორეის კომპანია Lotte Group-ის მთავარი მენეჯერი ლი ინ ვონი სეულში გარდაცვლილი იპოვეს. მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
ლი ინ ვონმა თავი მოიკლა დაკითხვამდე რამდენიმე სათით ადრე. ის Lotte Group-ის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა დაკითხულიყო. გარდაცვლილის მანქანაში პოლიციამ სიკვდილის წინ დაწერილი წერილი იპოვა.
კორეის პროკურატურა ეჭვობს, რომ გავლენიანი პირების მოსყიდვისთვის Lotte Group-ში სპეციალური სტრუქტურა შეიქმნა. მიმდინარე წლის ივნისში კომპანიის ფილიალებში და მისი თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები