სომალიში, ერთ-ერთ რესტორანზე ტერორისტების თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა

A Somali policemen and journalists gather near the wreckage of vehicles destroyed in a car bomb explosion at the Banadir beach restaurant at Lido beach in Somalia's capital Mogadishu, August 25, 2016. Picture taken August 25, 2016. REUTERS/Feisal Omar

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, სანაპიროზე განთავსებულ ერთ-ერთ რესტორანზე თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
„ბოევიკებმა“ თავდაპირველად დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს, ხოლო შემდეგ სროლა დაიწყეს. შეიარაღებული შეტაკება ტერორისტებსა და პოლიციას შორის რამდენიმე საათს გაგრძელდა.
სომალის პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი პოლიციელი და ორი „ბოევიკია“.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ აიღო, რომელიც „ალ- ქაიდასთან“ არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები