ვიეტნამში საწვრთნელი თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამში საწვრთნელი თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული პილოტია, ხოლო მეორე – მიწაზე მყოფი პირი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ჩეხური წარმოების თვითმფრინავი Aero L-39 Albatros საავტომობილო მაგისტრალზე აფრენიდან მოკლე დროში ჩამოვარდა. ვიეტნამის შეიარაღებულ ძალებში არსებული სიტუაცია ადგილობრივი ჟურნალისტების კრიტიკის ობიექტი ხდება. მედია გახშირებულ კატასტროფებს ვიეტნამის არმიაში კორუფციის მაღალ დონეს უკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები