რამაზ საყვარელიძე წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს ამომრჩეველთან კომუნიკაციას დადებითად აფასებს

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განმარტებით, ცესკოს ახლანდელ ადმინისტრაციას მაღალი კვალიფიკაცია და განვითარების სისტემური ხედვა აქვს.
მისი შეფასებით, ცესკო ზრუნავს ამომრჩევლის კომფორტისთვის და ახდენს პოზიტიურპოზიციონირებას, როგორც არჩევნების უზრუნველმყოფელი ორგანიზაცია.
“ცესკოს კომუნიკაცია საზოგადოებასთან აქტიურია. რამდენიმე სარეკლამო რგოლით ჩანს, რომ ხმა მიეცით, იაქტიურეთ და თუ პრობლემა გაჩნდა, მოგვმართეთ და ა.შ. ძალზე საინტერესოდ მეჩვენება, ცესკოს სლოგანი – ცესკო დემოკრატიის სერვისი! ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და საინტერესო მიგნებაა ამ თვალსაზრისით. ამ ეტაპზე ჩანს, რომ ცესკო ზრუნავს ამომრჩევლის კომფორტისთვის და ახდენს პოზიტიურ პოზიციონირებას, როგორც არჩევნების უზრუნველმყოფელი ორგანიზაცია” , -განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ უწყების ამჟამინდელ ადმინისტრაციას, ყველაზე მეტად ახასიათებს მაღალი კვალიფიკაცია და განვითარებისათვის სისტემური ხედვა.
“ძალიან სიმპათიურად გამოიყურებიან, ჯერჯერობით… თუმცა, ცესკოზე მსჯელობა შეიძლება არჩევნების შემდეგ. პოლიტოლოგი ბოლო დროის კვლევებსაც ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ცესკოსადმი ნდობის ზრდა მისი შემადგენლობის შეცვლამ და კონკრეტულად თამარ ჟვანიას ფაქტორმა განაპირობა.
ჯერ ერთი, შეიცვალა ძველი შემადგენლობები… ცესკოს ნდობის ზრდა განაპირობა თამარ ჟვანიას ტიპაჟმა, დარწმუნებულმა ტონმა, სიახლემ, მისმა გაუკარებლობამ იმ პრობლემურ ცესკოებთან, რომლებიც სხვადასხვა დროს იყო ჩვენს რეალობაში.
სწორედ ამან ითამაშა საარჩევნო ოპტიმიზმისთვის დადებითი როლი. მაგრამ, ვიმეორებ, საბოლოო სიტყვა მაინც არჩევნების შემდეგ იქნება. თუმცა, ცესკოს მიმართ ნდობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვისურვებდი, რომ ცესკოს ყოველთვის სწორად ემუშაოს ამ ნდობის განსამტკიცებლად. მე, ახლა დავასახელე ის ფაქტორები, რომელმაც ბუნებრივად შეუწყო ამ ნდობის ამაღლებას ხელი, სიახლის სახით, კომპეტენციით, ინოვაციური პოლიტიკით და მუდმივი განვითარებისთვის სისტემური მიდგომით”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები