მორიგი ტერაქტი თურქეთში – პოლიციის შენობასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჯიზრეს პოლიციის განყოფილებასთან აფეთქება მოხდა. სააგენტო “როიტერის” ცნობით, დაიღუპა 9 და დაიჭრა 60-ზე მეტი ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ტერაქტის შედეგად პოლიციის განყოფილების ნაწილი ჩამოინგრა. თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები