ლატვიის ახლად დანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა იანის ზლამეცმა საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ხაზი გაუსვა აქტიურ უწყებათაშორის თანამშრომლობას და კულტურულ, ხალხთა შორის და რეგიონულ კავშირებს.
აღინიშნა, რომ ლატვია წარმოადგეს საერთაშორისო არენაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერს.
შეხვედრაზე მინისტრმა და ელჩმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები.
მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები