სუბარი წითელაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას ნდობას უცხადებს

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ტრისტან წითელაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებამ წითელაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა.
სუბარი პროკურატურის განცხადებას სარწმუნოდ მიიჩნევს და თვლის, რომ მიმდინარე საქმეზე კომპეტენტური აღნიშნული უწყებაა.
ამ საქმეს მე კარგად არ ვიცნობ, მაგრამ რადგან განაცხადა პროკურატურამ, რომ წითელაშვილი არ შესულა საიდუმლო ობიექტზე სარწმუნოდ უნდა ჩავთვალოთ“, – თქვა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ განცხადება წითელაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს გაავრცელა, სადაც 2015 წლის 28 სექტემბრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალების, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ტრისტან წითელაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები