გოჩა ენუქიძე ონელებს: ჩემს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებ იმისათვის, რომ იგრძნოთ უკეთესობა

„მე ვარ და ვიქნები თქვენი ოჯახების მეგობარი და თქვენი ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში“, – ამ სიტყვებით ონის მოსახლეობას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ მიმართა და რაჭის პოტენციალს გაუსვა ხაზი.
„მზად ვარ, ავიღო ეს პასუხისმგებლობა. მე ვარ და ვიქნები თქვენი ოჯახების მეგობარი და თქვენი ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში. ჩემს ცოდნას, უნარს, წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, ჩემს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, გამოვიყენებ იმისათვის, რომ იგრძნოთ უკეთესობა.
როგორც იცით, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი ერთ ოლქად გაერთიანდა, მაგრამ მე ონში მეყოლება წარმომადგენელი, რომელიც კონკრეტულად ონის პრობლემატიკაზე იმუშავებს. რაჭას გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა შევქმნათ თანამედროვე გარემო, შევქმნათ სამუშაო ადგილები, შევაჩეროთ მიგრაციის პროცესი, განვავითაროთ ტურიზმი, მეცხოველეობა, გონივრულად ავითვისოთ ჰიდრორესურსები, გადავწყვიტოთ სოციალური პრობლემები, რაც კეთილდღეობისა და წარმატებული ყოფა-ცხოვრების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველკლასელთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაიზარდა და ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი. უნდა გვახსოვდეს, რომ მთის კეთილდღეობა არის ქვეყნის კეთილდღეობა“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები