ერაყის ჯარმა ელ-კიარას რეგიონი დაიკავა

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ელ-კიარა და იგივე სახელწოდების რეგიონი დაიკავა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ერაყის პრემიერ-მინისტრის, ჰაიდერ ალ-აბადის თქმით, რეგიონი მდიდარია ნავთობით და ის მოსულის სამხრეთით მდებარეობს. წინა თვეში ერაყის ძალებმა ელ კიარას ავიაბაზა დაიკავეს. მას შეიარაღებული ძალები მოსულზე შეტევისთვის გამოიყენებენ. ერაყის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ის მოსულს მიმდინარე წლის ბოლომდე აიღებს. ეს ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი დასაყრდენია ერაყში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები