დავით ნარმანია: ჩემ მიმართ ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ მოქმედებას

ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივას მერის გადადგომის შესახებ დავით ნარმანია პასუხობს. თბილისის მერი თვლის, რომ მისი გადადგომის საფუძველი არ არსებობს. როგორც ნარმანია აცხადებს, მის მიმართ ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ მოქმედებას.
“გუშინ ჩვენ საინტერესო სამუშაო შეხვედრა გვქონდა, თუმცა ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ მოქმედებებს და, შესაბამისად, გამოიწვია ის რეაქცია, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ არ უნდა გამომეთქვა ასეთი ტიპის ფრაზები და, შესაბამისად, გამომეჩინა ის თმენის ვალდებულება, რომელიც საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერი ხვალ საკრებულოში მისვლას გეგმავს და საინტერესო განცხადების გაკეთებასაც აანონსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები