კახა კალაძე: მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მეტი მოთმინება მართებთ

მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მეტი მოთმინება მართებთ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მერიაში გუშინ მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
„ვფიქრობ, მეტი პატივისცემა გვმართებს ერთმანეთის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ხარ, ჟურნალისტი თუ მაღალი თანამდებობის პირი. უფრო მეტი სიყვარული და პატივისცემაა საჭირო, მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მეტი მოთმინება მართებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
“მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს!”, – ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” წევრს, ირაკლი კუპრაძეს, რომელსაც სხდომა დაატოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები