საფრანგეთში ცნობილი დიზაინერი სონია რიკელი გარდაიცვალა

საფრანგეთში 86 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი, სონია რიკელი გარდაიცვალა. იგი სამოდელო სახლის Sonia Rykiel-ის შემქმნელია. სონია რიკელი „ტრიკოტაჟის დედოფლის“ სახელს ატარებდა. ბოლო წლებში პარკინსონის სენით იყო დაავადებული.
რიკელი დაავადებას მალავდა, მაგრამ როდესაც სიმპტომების დამალვა შეუძლებელი იყო, სონია რიკელმა ამის შესახებ თავის წიგნში დაწერა. დიზაინერის შვილის, ნატალის ინფორმაციით, სონია რიკელი პარიზში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები