დავით სერგეენკო ნარმანიაზე: არ უნდა ეთქვა ასეთი რამ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ თბილისის მერის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება არასწორი იყო და მას თავი უნდა შეეკავებინა. რაც შეეხება ნარმანიას გადადგომის მოთხოვნას, სერგეენკო ფიქრობს, რომ ეს ემოციური გადაწყვეტილებაა.
„პასუხისმგებლობის დაყენება, ვფიქრობ, უფრო ემოციური მოთხოვნაა, რაც შეეხება მის გუშინდელ ნათქვამს, უნდა შეეკავებინა თავი და არ უნდა ეთქვა ასეთი რამ“, – განაცხადა სერგეენკომ.
“მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს!”, – ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” წევრს, ირაკლი კუპრაძეს, რომელსაც სხდომა დაატოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები