აღმოსავლეთ უკრაინაში სამი სამხედრო დაიჭრა
აღმოსავლეთ უკრაინაში სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს შეინიშნებოდა მდგომარეობის გამწვავება დაპირისპირების მთელ ხაზზე. კიევში აცხადებენ, რომ, საერთო ჯამში, დაბომბვა 85-ჯერ მოხდა. პრორუსმა სეპარატისტებმა 152-მილიმეტრიანი არტილერია გამოიყენეს. მათ ასევე ცეცხლი გახსნეს ტანკებიდან და ნაღმმტყორცნებიდან.