აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ამერიკული კომპანიების მიმართ ევროკავშირის მხრიდან დამოკიდებულებით უკმაყოფილოა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკომისია კომპანია „ეფლის“ და სხვა ამერიკული ფირმების წინააღმდეგ გამოძიების დროს საერთაშორისო საგადასახადო ნორმებს და სატრანსფერო ფასწარმოქმნის ნორმებს არღვევს.
ამჟამად ევროკომისია იძიებს „ეფლის“, Amazon.com-ის და Starbucks Corp-ის საგადასახადო პრაქტიკას. კერძოდ, ევროკომისია დაინტერესდა ირლანდიაში „ეფლის“ გადასახადებით, ვინაიდან ამ სახელმწიფოში ევროკავშირის ქვეყნებს შორის მოგების გადასახადი ყველაზე დაბალია. აშშ-ს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ევროკომისიის ასეთი დამოკიდებულება საერთაშორისო ნორმებს და ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგება, რაც საინვესტიციო პროცესებს ბარიერებს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები