მამაკაცი, რომელმაც მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში მძევლები აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა

მამაკაცი, რომელმაც მოსკოვში, „სიტიბანკის“ შენობაში მძევლები აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მამაკაცი მოსკოვის ბანკში ოთხშაბათს, საღამოს შეიჭრა. მან განაცხადა, რომ მკერდზე დამგრებულ ყუთში ბომბი აქვს.
თავდამსხმელმა „ფიზიკური და იურიდიული პირების გაკოტრება სახელმწიფო დონეზე დაავადებად გამოცხადება მოითხოვა“.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ბანკის შენობაში შეჭრილი პირი – გაკოტრებული ბიზნესმენი არამ პეტროსიანია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა. თავდამსხმელთან მოლაპარაკებას შსს მოსკოვის მთავარი სამმართველოს უფროსი ანატოლი იაკუნინი აწარმოებდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პეტროსიანმა თავდასხმამდე ვიდეომიმართვა ჩაწერა და ის რუსეთის პრეზიდენტს გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები