იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 240-მდე გაიზარდა

ბოლო ინფორმაციით, იტალიის ცენტრალურ ნაწილში ოთხშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 240 ადამიანია დაღუპული. დაშავებულია 368 ადამიანი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია. იტალიის ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. სტიქიით დაზარალებულ ქალაქებში 4 ათასზე მეტი მაშველი და მოხალისე მუშაობს. ნანგრევებში ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები. 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში ოთხშაბათს, ღამის ოთხის ნახევარზე მოხდა. ყველაზე მეტად ქალაქები ამატრიჩე და პესკალა-დელ-ტრონტო დაზარალდნენ. ამატრიჩეს მერის თქმით, ქალაქში შენობების სამი მეოთხედია დანგრეული, ხოლო საცხოვრებლად არცერთი სახლი ვარგისი აღარ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები