მამუკა კაციტაძე: ზოგიერთი პარტიები ცდილობდნენ, რომ წაერთმიათ კუთვნილი საარჩევნო ნომერი

სამართლიანად გვეკუთვნოდა ის ნომერი, რომელიც მონიჭებული გვქონდა და ცდილობდნენ ზოგიერთი პარტიები, რომ წაერთმიათ კუთვნილი ნომერი, – ასე აფასებს “ახალი მემარჯვებენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას,რომლის თანახმადაც “პატრიოტთა ალანსსა“ და “ ახალ მემარჯვენეებს“ საარჩევნო ნომრები წილისყრის გარეშე მიენიჭა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკომ 9 ხმით მიიღო.
„სამართლიანად გვეკუთვნოდა ის ნომერი, რომელიც მონიჭებული გვქონდა და ცდილობდნენ ზოგიერთი პარტიები, რომ წაერთმიათ კუთვნილი ნომერი და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავეგდეთ, მაგრამ ცესკომ შეძლო და ეს ბარიერი არგუმენტებით გადალახა. 9 წევრმა დაუჭირა მხარი სამართლიან გადაწყვეტილებას, რითაც გვექნება წყნარი და მშვიდი საშუალება, რომ უკვე მონიჭებული ნომრით გავაგრძელოთ საარჩევნო კამპანია. ერთი რამ არის საყურადღებო ჩემთვის ამ სხდომაზე, კერძოდ, ვინც მხარი არ დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, ისინი იყვნენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“. დასკვნები აქედან საზოგადოებამ გამოიტანოს“, – განაცხადა კაციტაძემ.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პირველი ნომრით ბლოკი, რომელშიც პაატა ბურჭულაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და „ახალი მემარჯვენეები“ არიან გაერთიანებული, კაციტაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისას გადაწყდება.
ცნობისთვის, „რესპუბლიკელები“ აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები