7-8 სექტემბერს საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს 7-8 სექტემბერს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შეხვედრა ჩრდოლო-ატლანტიკურ საბჭოს ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.
მინისტრი მიიჩნევს, რომ სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოსადმი უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულებაა.
“ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ იმპელემენტაციას იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ვარშავის სამიტზე მიიღეს. ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევადობა, ასევე საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების კუთხით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასევე განისაზღვრა ნაბიჯები პრაქტიკული თანამშრომლობის, რათა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ამაღლდეს და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს“,- განაცხადა ჯანელიძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის დროს შეფასდება საქართველოში განხორციელებული რეფორმები, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების სფეროში, ასევე დემოკრატიის მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების კუთხით.
“საქართველოს დღეს გააჩნია ყველა ის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა ნატოში ინტეგრაციისთვის და წევრობისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ამ ინსტრუმენტებს და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ვისაუბრებთ ამ ინსტრუმენტების შესახებ“, – თქვა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები