დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ გვინდა, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა

ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო დროში, ძალიან სწრაფად მოხდეს განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ისე, რომ მივიღოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” განაცხადა, სადაც თემაზე – “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
ამასთან, მინისტრმა კონფერენციის მნიშვნელობასა და მიზნებზეც ისაუბრა.
”მნიშვნელოვანია, კონფერენციისა და ფორუმის ძირითადი მიზანი – ეს არის სახელმწიფოს როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ასევე – თვითმმართველობის როლი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ცოდნა და საუკეთესო გამოცდილება, რომელიც ამ პროფესორს აქვს ჩვენთან ჩამოტანილი. პრაქტიკულად, ჩვენ გამოგვივიდა ეკონომიკური ფორუმების სერია, რომლის დროსაც ჩვენ საუკეთესო გამოცდილებებს და იმ ცოდნას ვიზიარებთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ნახტომისებურად ჩვენი ეკონომიკა, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო დროში, ძალიან სწრაფად მოხდეს განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ისე, რომ მივიღოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ღონისძიება „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებთან თანამშრომლობით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები