ეროვნული ვალუტა გამყარებას იწყებს

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა.
23 აგვისტოს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2788 ლარი იქნება. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5739 ლარად იქნება შესაძლებელი.
2016 წლის 22 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2802 შეადგინა. 20 აგვისტოს ოფიციალური კურსი 2.2814 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები