ცესკო: 9 პარტიას, რომელთა ხელმძღვანელის შესახებ რეესტრში ინფორმაცია არ იძებნება, საარჩევნო რეგისტრაცია უნდა შეუნარჩუნდეს

9 პარტიას, რომელთა ხელმძღვანელი პირის შესახებ საჯარო რეესტრში ინფორმაცია არ ფიქსირდება, საარჩევნო რეგისტრაცია უნდა შეუნარჩუნდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განუცხადა.
ჟვანია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ 9 პარტიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს და გადაწყვეტილებასაც სწორედ მოსამართლე მიიღებს.
„რაც შეეხება იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის მოსაზრებით, აქვთ პრობლემა, რომ მათაც შეუწყდეთ რეგისტრაცია, ამ 9 პარტიის შესახებ მონაცემები ცესკო-მ ჯერ კიდევ გუშინ წინ გაასაჯაროვა და ეს არის საჯაროდ ცნობილი. ამასთან დაკავშირებით ცესკო-მ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, დადგენილება. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა სხვადასხვა მოსაზრებები, კანონმდებლობის სხვადასხვა მოცემულობა, ამ დადგენილებით საარჩევნო ადმინისტრაცია თვლის, რომ პროცესი არის უფრო განჭვრეტადი, შესაბამისად, ამ 9 პარტიასთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მათი რეგისტრაცია რჩება ძალაში, თუმცა ამ დადგენილებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს და დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, გარკვეულ მოსაზრებებს პარტიების ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ, პრორუსულ, თუ პროდასავლურ დამოკიდებულებებთან დაკავშირებით, კავშირი არ აქვს პარტიების საარჩევნო რეგისტრაციასთან.
შეგახსნებეთ, რომ ცესკოში აცხდებენ, რომ საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე 9 პარტიის ხელმძღვანელი პირის შესახებ ინფორმაცია არ არის განთავსებული. პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცესკომ რეგისტრაცია იმ 9 პარტიასაც უნდა გააუქმოს, რომელთა ხელმძღვანელი პირების შესახებ საჯარო რეესტრში ინფორმაცია არ იძებნება. აღნიშნული მიზეზით, ცესკო-მ პარტია „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები