ოპოზიციონერი დეპუტატები დავით ნარმანიას 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოში იბარებენ

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები თბილისის მერს საკრებულოში იბარებენ. დაბარების მიზეზი ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეებია.
ნარმანიას დაბარების მოთხოვნას 4 ფრაქცია აწერს ხელს – ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი,“,,ნაციონალური მოძრაობა“,,,რესპუბლიკელები“ და დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ თბილისის მერიაში არსებულ სისტემურ ხარვეზებს თავს არიდებდეს ნარმანია და მისი მოადგილეები. ალეკო ელისაშვილი კი თვლის, რომ მერიაში რეორგანიზაციაა საჭირო:
„შუაგულ საბურთალოზე იჭრება ხეები და მერმა ამაზე უნდა გაგვცეს პასუხი, ზოგადად მერიაში ჩასატარებელია სისტემური რეორგანიზაცია“, – აცხადებს ელისაშვილმა.
დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ ყაზბეგის გამზირზე მოჭრილმა ხეებმა პრობლემები ბევრი მიმართულებით გააჩინა. დეპუტატები თბილისი მერს საკრებულოში 25 აგვისტოს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები