დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო ოპერაცია გრძელდება – ფოტოკოლაჟი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების, სპეციალური ოპერაციული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის მშობლები, ვლადიმერ შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების Minehunter-ის ტიპის ხომალდზე, Tcg Akcakoca-ის ბორტზე აიყვანა და ეკიპაჟის წევრები გააცნო.
სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ, წვრთნების დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ძალიან დიდი პერიმეტრია, თითოეულ დეტალს ამოწმებენ და ეს დროს ითხოვს. თურქული მხარის განცხადებით, სამძებრო სამუშაოს ყველაზე მცირე 3 დღე დასჭირდება, თუმცა შესაძლოა, გაგრძელდეს. მშობლების ჩართულობა იმიტომ მინდოდა, რომ თავად ენახათ, რა ტექნიკურ საშუალებებთან გვაქვს საქმე და გასაუბრებოდნენ ეკიპაჟის ხელმძღვანელობას“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.
წვრთნების დროს დაკარგული კაპრალის, იაგო შარაძის მამამ, ვლადიმერ შარაძემ თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.
იაგო შარაძის თქმით, თურქული ხომალდის ეკიპაჟს ესაუბრა და პირობა მიიღო სამძებრო სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში გაგრძელების შესახებ.
„დამპირდნენ, რომ 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ და ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან. მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებენ და მგონია, რომ ყველაფერი კარგად წავა“, – განაცხადა წვრთნების დროს დაკარგული კაპრალის, იაგო შარაძის მამამ, ვლადიმემ შარაძემ.
თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ხომალდზე, ასევე იმყოფებოდნენ თურქეთის გენერლური კონსული, იასინ დემიზქანი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კვანტალიანი.
გეგმური სწავლების დროს დაკარგულების – სპეციალური ოპერაციული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის, კაპრალი იაგო შარაძის და პირველი კლასის რიგითის, გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო ღონისძიებაში, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის გარდა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები არიან ჩართულნი.
14089043_1283429791689760_8426136000258368344_n (1) 14079607_1283430268356379_4075521323309304110_n 14095701_1283430181689721_6483696508046959252_n 14079544_1283430158356390_6773028877466878210_n 14068039_1283430098356396_4160997183869687460_n 14063866_1283430051689734_7759643564642326576_n 14088665_1283430005023072_1415243319332740077_n 14079607_1283429958356410_3745592243589002018_n 14034912_1283429908356415_8881608534049984342_n 14040209_1283429865023086_6056809712131861195_n 13939394_1283429828356423_4863360316396960738_n 14089043_1283429791689760_8426136000258368344_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები