“სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ისნის #8 საარჩევნო ოლქის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბურჭულაძეს პასუხობს

პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის“ ისნის მე-8 საარჩევნო ოლქის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ პინაიშვილი ბურჭულაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და პარტიის დატოვების მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს.
„როგორც დეპუტატობის კანდიდატი, საქმის კურსში არ ჩამაყენეს, არ მჭირდებოდა მე ბურჭულაძის პარტიიდან შეერთება და შემოერთება. ყოველთვის მიწევდა იმისი თქმა, რომ ეს პარტია არის დამოუკიდებელი და მისი მიზანია ხალხზე ზრუნვა“,- განაცხადა პინაიშვილმა და ბურჭულაძის მხარდამჭერებს მოუწოდა, გაემიჯნონ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას.
“დასანანია, რომ პაატა ბურჭულაძემ, რომელიც უკვე ძალზე აშკარად გამოიკვეთა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელებაა, თავისი “გირჩებით”, ვაშაძეებით და კაციტაძეებით, იკადრა და საერთოდ უარყო ის ფაქტი, რომ მე მასთან რაიმე მაკავშირებდა. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი აცხადებდეს და არწმუნებდეს საზოგადოებას, რომ მათი კეთილდღეობისთვის მოდის ხელისუფლებაში. მე მოვუწოდებ ისედაც მცირედ შემორჩენილ მის მხარდამჭერ თანაპარტიელებს, რომ დროზე გაემიჯნონ ბურჭულაძეს, რადგან აშკარაა, რომ მათ უკან უკრაინელი დირიჟორი, მიხეილ სააკაშვილი დგას”, – განაცხადა პინაიშვილმა.
მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მას თბილისში მაჟორიტარი კანდიდატები არ დაუსახელებია და საერთოდ “თვალით არ უნახავს” ზურაბ პინაიშვილი. პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისათვის” ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელმა მდივანმა და ამავე პარტიის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ პინაიშვილმა ბურჭულაძის პარტია გუშინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები