ავღანეთში "ასოშიეითიდ პრესის" ფოტოჟურნალისტი მოკლეს

  ავღანეთში პოლიციის ფორმაში გადაცმული თავდამსხმელის მიერ მოკლული ფოტოჟურნალისტი “ასოშიეითიდ პრესის” თანამშრომელი ანია ნიდრინგჰაუსი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ასოშიეითიდ პრესი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჭრილია 60 წლის ჟურნალისტი კეტი გენონი, რომელსაც ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.
“ასოშიეითიდ პრესის” ჟურნალისტები ქალაქ ხოსტში იმყოფებოდნენ, სადაც მათ პოლიციის ფორმაში გადაცმულმა მამაკაცმა ესროლა. ავღანეთში, 5 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. “ბი-ბი-სის” ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 200 ათასი სამხედროა მობილიზებული, “თალიბების” თავდასხმების აღსაკვეთად, რომლებიც არჩევნების ჩაშლით დაიმუქრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები