მერკელი – თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებებს შეასრულებს, მის წინააღმდეგ სანქციები გაუქმდება
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ მინსკის შეთანხმებების შესრულების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაუქმდება. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
„თუ მინსკის შეთანხმებები შესრულდა, მე დღესვე ან უახლოეს მომავალში მზად ვარ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გავაუქმო. ეს სანქციები აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მოქმედებამ გამოიწვია. მოსკოვის ქმედებებმა მძიმე კრიზისი შექმნა, რასაც ევროპამ პასუხი გასცა“, – განაცხადა მერკელმა.
მისი თქმით, გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა და რუსეთი, რომლებიც მოლაპარაკებას ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში აწარმოებენ, ყველაფერს იღონებენ, რათა მინსკის შეთანხმებები შესრულდეს.