ესპანეთის სანაპიროსთან 50 მიგრანტი გადაარჩინეს

ესპანეთის სანაპირო დაცვამ ქვეყნის სანაპიროსთან 50 მიგრანტი გადაარჩინა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. მიგრანტები ორ ნავზე იმყოფებოდნენ. მათგან რამდენიმეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ესპანეთის სანაპირომდე 3 845 მიგრანტმა მიაღწია. მთლიანად კი, წლეულს, ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში 956 ათასი მიგრანტი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები