ბოსფორის სრუტეში სანაპირო დაცვის კატარღის ჩაძირვას სამი თურქი მესაზღვრე ემსხვერპლა

ცნობილი ხდება ბოსფორის სრუტეში ორი გემის შეჯახების ახალი დეტალები. „როიტერის“ ინფორმაციით, სანაპირო დაცვის კატარღისა და სატვირთო გემის შეჯახების დროს სამი თურქი მესაზღვრე დაიღუპა, ოთხი სამხედრო კი დაიჭრა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშველებმა სანაპირო დაცვის კატარღის ბორტზე მყოფი ექვსი პირი გადაარჩინეს. ინციდენტის შედეგად კატარღა ჩაიძირა. შეჯახების დროს დაშავებული სამხედრო მეზღვაურები საავადმყოფოში იმყოფებიან. გემების შეჯახების გამო ბოსფორის სრუტეში, რომელიც შავ და ხმელთაშუა ზღვებს აკავშირებს, გემების მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები