რიო-დე-ჟანეიროში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი დააკავეს

 

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პატრიკ ხიკი რიო-დე-ჟანეიროში დააკავეს. ის ოლიმპიადაზე ბილეთების უკანონო გაყიდვაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ერთი დღით ადრე რიოში მამაკაცი დააკავეს, რომლესაც 800-მდე ბილეთი აღმოაჩნდა. ის მათ გაყიდვას ხელოვნურად გაზრდილ ფასად გეგმავდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების მომენტში ხიკიმ მიმალვა სცადა. დაპატიმრების შემდეგ ის ცუდად გახდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები