მექსიკაში ნარკობიზნესის ბოსის შვილი გაიტაცეს

მექსიკაში ნარკობიზნესის ერთ-ერთი ბოსის, ჰოაკინ გუსმანის შვილი – ალფრედო გუსმანი გაიტაცეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მექსიკის ხელისუფლების ინფორმაციით, გატაცება გუსმანთან დაპირისპირებული დაჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული. 29 წლის ალფრედო გუსმანი ქალაქ პუერტო ვალიარტას რესტორნიდან გაიტაცეს. მასთან ერთად შეიარაღებულმა პირებმა მძევლად კიდევ რამდენიმე ადამიანი აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები