მოსკოვის ოლქში პოლიციის ბლოკსაგუშაგოზე თავდასხმის მონაწილეები გაანადგურეს

მოსკოვის ოლქში პოლიციის ბლოკსაგუშაგოზე თავდასხმა მოხდა. პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღითა და ნაჯახებით შეიარაღებული ორი მამაკაცი თავს დაესხა. ორმხრივი სროლის დროს ორივე თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. ერთი პოლიციელი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თავდამსხმელების ვინაობა და დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. „ინტერფაქსის“ ცნობით, ბოროტმოქმედები ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრნი იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები