ერდოღანი – ევროპის ქვეყნები ჩვენს ადგილზე სიკვდილით დასჯას აღადგენდნენ

„ევროპის ქვეყნები აღადგენდნენ სიკვდილით დასჯას, მათ ტერიტორიაზე ისეთი ტერაქტები რომ მომხდარიყო, როგორიც თურქეთში მოხდა“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციის ყრილობაზე განაცხადა.
ასე უპასუხა ერდოღანმა დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსთა კრიტიკას, რომლებიც თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ასე, მაგალითად, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ თუ თურქეთში სიკვდილით დასჯა აღდგა, ანკარასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყოველგვარი მოლაპარაკება შეწყდება. 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სამხედრო ამბოხების მონაწილეებისთვის სიკვდილით დასჯის აღდგენა არ გამორიცხეს. ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს, თუ მას ქვეყნის პარლამენტი მხარს დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები