“ეროვნულმა ფორუმმა” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი დაასახელა

“ეროვნულმა ფორუმმა” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი დაასახელა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ წარადგინა.
საპარლამენტო არჩევნებში, 8 ოქტომბერს „ეროვნული ფორუმის“ სახელით საბურთალოს მე-5 ოლქში კენჭს რევაზ შავიშვილი იყრის, ვაკის მეორე ოლქში გამარჯვებისთვის გიორგი ხეჩინაშვილი იბრძოლებს, ნაძალადევის მე-19 ოლქში კენჭს დემურ მაისურაძე იყრის.
ანი მიროტაძე ჭიათურის 56-ე ოლქში იქნება წადგენილი, გლდანის 22-ე ოლქში კენჭს დავით დარახველიძე იყრის, გორის 42-ე ოლქში კი – სოსო ვახტანგიშვილი. კახა შარტავას განცხადებით, „ეროვნული ფორუმი“ 19 აგვისტოს აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები