თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულაჰ გიულენისთვის 1900 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

თურქეთის პროკურატურამ აშშ-ში მცხოვრები ისლამის მქადაგებლისთვის, ფეთჰულაჰ გიულენისთვის 1900 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
გიულენს თურქეთის სამართალდამცველები 15 ივლისის სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგ ბრალდება 2 527 გვერდს შეიცავს. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, გამოძიება გიულენის ორგანიზაციის წინააღმდეგ 2015 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს. გიულენის გარდა, პროკურატურა კიდევ 110 პირისთვის მკაცრ სასჯელს, მათ შორის სამუდამო პატიმრობას ითხოვს. თუმცა ამ ეტაპზე ამ სიიდან მხოლოდ 13 პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები