ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად შვიდი მესაზღვრე დაიღუპა

შვიდი ერაყელი მესაზღვრე დაიღუპა და 17 დაიჭრა ერაყში, ანბარის პროვინციაში იორდანიის საზღვართან. თავდასხმა მესაზღვრეებზე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს.
როგორც სააგენტო „ანადოლუს“ ერაყის ჯარის პოლკოვნიკმა ვალიდ ალ-დულეიმიმ განუცხადა, შეტევის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე ტერორისტი იყო განადგურებული.
შეგახსენებთ, რომ ერაყის ჯარი ამჟამად ქალაქ მოსულთან ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. მოსული ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი დასაყრდენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები