დავით უსუფაშვილი: ლევან გოგიჩაიშვილი არის ძალიან აქტიური, პატრიოტი ახალგაზრდა

ლევან გოგიჩაიშვილი არის აქტიური, პატრიოტი ახალგაზრდა, რომელიც ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იდგა, – ასე აფასებს „რესპუბლიკელთა“ ლიდერი დავით უსუფაშვილი საბურთალოს ოლქში მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“ ლევან გოგიჩაიშვილს.
„საბურთალოს მეექვსე საარჩევნო ოლქში დასახელებული ლევან გოგიჩაიშვილი არის ძალიან აქტიური, პატრიოტი ახალგაზრდა. ის ყოველთვის გამოირჩეოდა სითამამით და ძალიან სასიამოვნოა ასეთ ახალგაზრდებთან შერკინება. საბურთალოს ამომრჩეველს შესაძლებლობა მიეცემა, საკუთარი არჩევანი გააკეთოს ჩვენსა და სხვა კანდიდატებს შორის, მე მყავს ძლიერი კონკურენტები მაგრამ მგონია გავიმარჯვებ “, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ “დავით უსუფაშვილს დაუყენეს გოგიჩაიშვილი, როგორც ჩანს, იმ მოტივით, რადგან ბანდიტი და ციხეში ნაჯდომია, კარგი ვაჟკაცი იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები