”რესპუბლიკურმა პარტიამ” პარტიის საარჩევნო სლოგანის პრეზენტაცია გამართა
”რესპუბლიკურმა პარტიამ” პარტიის საარჩევნო სლოგანის პრეზენტაცია გამართა.
„რესპუბლიკელების“ მთავარი სლოგანი არის “გავთავისუფლდეთ,” რის მნიშვნელობაზეც პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა ვრცლად ისაუბრა.
„უნდა გავთავისუფლდეთ, რომ მორიგ ჯერზე ყველაფერი თავიდან არ გაგვიხდეს ასაშენებელი. პირველ რიგში პიროვნულად უნდა გავთავისუფლდეთ. მხოლოდ თავისუფალი ადამიანები შევძლებთ ამ საზოგადოებრივი პრობლემებისგან გათავისუფლებას. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამპარტავნებისგან, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად დაგვაფასებენ; უნდა გავთავისუფლდეთ შურისგან, ასეთ შემთხვევაში უფრო წარმატებულად ვიგრძნობთ თავს; სიძულვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ, ასეთ შემთხვევაში უფრო ადვილად დავამარცხებთ მტერს. თუ ჩვენ გავთავისუფლდებით – გავძლიერდებით და თუ გავძლიერდებით, შევძლებთ ერთად დგომასაც, მაშინ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ერთად პატრონობასაც, ოკუპაციისგან გათავისუფლებასაც და სიღარიბისგან გათავისუფლებასაც”, – განაცხადა უსუფაშვილმა.