საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი სროლის შედეგად ორი მიგრანტი დაიჭრა

საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მიგრანტყების ბანაკთან მომხდარი სროლის შედეგად ორი მიგრანტი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი’ იუწყება. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთი დაჭრილი ერაყელი მიგრანტია. მეორეს ვინაობა არ სახელდება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ დანკირკთან მდებარე მიგრანტების კიდევ ერთ ბანაკთან ასევე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.
ლინიერის ბანაკი, სადაც სროლა მოხდა, ქალაქ კალასთან მდებარეობს. აქ 800-მდე მიგრანტი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა საფრანგეთში ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები