უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რვა სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რვა უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, პრორუსმა სეპარატისტებმა 48-ჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით.
ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის სპიკერის ალექსანდრე მოტუზიანიკის ინფორმაციით,  შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში არავინ დაღუპულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები