უცნობმა პირებმა კიევის ფუნიკულორი შეღებეს (ფოტოკოლაჟი)

კიევში ვანდალებმა ფუნიკულორის ვაგონი შეღებეს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანს“ კომპანია „კიევტრანსში“ განუცხადეს.
„დაუდგენელმა პირებმა ფუნიკულორის ვაგონი აეროზოლით შეღებეს. ამის შედეგად დაზიანდა ვაგონის ესთეტიური სახე და სახელმწიფო ქონებას ზიანი მიადგა“, – ნათქვამია „კიევტრანსის“ განცხადებაში.
ფუნიკულორის გახსნა, რომელსაც რემონტი ჩაუტარდა, რამდენიმე დღით გადაიდო და ის, სავარაუდოდ, 18 ივლისს დაიწყებს ფუნქციონირებას.

14009850_10206594178004779_647929394_n
14030707_10206594177924777_389908611_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები