ბაღდადში რამდენიმე ტერაქტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი რამდენიმე ტერაქტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. დაღუპულთა შორის პოლიციის ოფიცერიც არის.
ამასთან, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში სნაიპერმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. გარდა ამისა, ბაღდადის ბაზრის ტერიტორიაზე და სპორტულ ცენტრთან ორი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები