სოზარ სუბარი ”ცენტრისტებზე” – საფრთხეს ვერ ვხედავ იმ პარტიებისგან, რომლებსაც ნულს ქვემოთ აქვთ რეიტინგი

ვერანაირად ვერ ვხედავ საფრთხეს იმ პარტიებისგან, რომლებსაც ნულს ქვემოთ აქვთ რეიტინგი, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა „ცენტრისტების“ მოწოდებების შეფასებისას განაცხადა.
როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზოგადად დაუშვებელია ნებისმიერი ანტისახელმწიფობრივი ქმედება, მოწოდებები და რეკლამა.
„ეს რეკლამა შეიცავდა ცხადია ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს. საფრთხეს რაც შეეხება, მე ვერანაირად ვერ ვხედავ საფრთხეს იმ პარტიებისგან, რომლებსაც ნულს ქვემოთ აქვთ რეიტინგი. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან სწრაფად და ადეკვატურად არ ვიმოქმედოთ ყველა შემთხვევაში, გინდა იყოს ძალიან სერიოზულ ძალაზე ლაპარაკი, ან იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ სრულიად არაადეკვატური და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკით ცდილობენ თავისი რეიტინგის გამოჩენას“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები