დავით სერგეენკო: „ქართული ოცნების“ კანდიდატები სასარგებლო იქნებიან ქვეყნისთვის

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც სასარგებლო იქნებიან ქვეყნისა და დედაქალაქისთვის.
როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ბევრ მათგანს იცნობს და მხარში ამოუდგება.
„რამდენიმე მათგანთან 80-იან წლებში ერთად ვთამაშობდი რაგბს. მარიამ ჯაში ჩემი მოადგილე იყო წლების განმავლობაში. მისი დიდი წვლილია როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარებისა და ასევე C ჰეპატიტის პროგრამის საწყისი სტადიის მოლაპარაკებებში. აქ არიან ადამიანები, რომელთაც ვიცნობ და შემიძლია მხარში ამოვუდგე მათ, რომ ისინი მართლაც სასარგებლო იქნებიან ქვეყნისთვის და დედაქალაქისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება მათი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, სერგეენკოს თქმით, ამ 4 წლის განმავლობაში მრავალგვარი კრიტიკა მოისმინა.
„მათ შორის არიან ისეთი კატეგორიის ადამიანები, რომლებისთვისაც რომ მეთქვა, ადამიანის ფიზიოლოგიური პულსი არის 75, წინასაარჩევნო მოსყიდვებში დამდებდნენ ბრალს. ასე რომ მე ვცდილობ, რომ ყურადღება არ გავამახვილო ასეთ რაღაცეებზე“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები