იაპონიამ საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად 4.2 მილიონიანი გრანტი გამოუყო

იაპონიის მთავრობამ ავტოსატრასნპორტო საშუალებების შესაძენად საქართველოს 4.2 მილიონიანი გრანტი გამოუყო, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საუბარია სუფთა დიზელის ტიპის ტრანსპორტზე.
„დღეს ჩვენ მოვიწონეთ გრანტის ხელშეკრულება. ეს არის 4.2- მილიონიანი გრანტი, რომელსაც იაპონიის მთავრობა გამოყოფს. ეს არის გრანტი სუფთა ტრანსპორტის შესაძენად. აგვისტოს ბოლომდე იაპონიის მთავრობის სააგენტო „ჯაიკა“ უკვე დააკონტრაქტებს სპეციალურ აგენტს, რომლის მეშვეობითაც მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების შერჩევა. საუბარია სუფთა დიზელის ტიპის ტრანსპორტზე“,- განმარტია დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები