დიმიტრი ქუმსიშვილი: ქობულეთის საწარმოში 2 160 ტონა ცომეულის წარმოება მოხდება
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქობულეთის საწარმოში 2 160 ტონა ცომეულის წარმოება მოხდება. როგორც ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საწარმო თავიდან 30 ადამიანს დაასაქმებს.
“ქობულეთში 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთია. აქ 2 160 ტონა პურის, ცომეულისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაზე იღებს ვალდებულებას ინვესტორი. 80 000 ლარად არის შეფასებული მიწა, რომელსაც გადავცემთ და შესაბამისად, “აწარმოე საქართველოს” პრინციპით 320 000 ლარის ინვესტიციებს იღებს კომპანია.
თავიდან 30 ადამიანს დაასაქმებს საწარმო, ხოლო შემდეგ 160 ადამიანზე ავა დასაქმება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.