თამარ ჩუგოშვილი: ცესკო-ს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია

„ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი ცესკო-ს გადაწყვეტილებას ლადო ბედუკაძის პარტია „ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ მნიშვნელოვანს უწოდებს.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური კლიპი, რომელიც საზოგადოებამ ნახა, მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
“როდესაც საუბარია ოკუპანტი სახელმწიფოს შემოყვანაზე, შენარჩუნებასა და მათი პასპორტების შემოღებაზე, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენიტეტსა და არსებობას უქმნის საფრთხეს. არავითარ შემთხვევაში ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს სივრცე ასეთი მოწოდებებისთვის, ასეთი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც მსგავსი პოლიტიკური პლატფორმები აქვთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ცესკო-ს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლადო ბედუკაძის პარტია “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები